თურქული კომპანია უკრაინას, უპილოტო საფრენ აპარატებს უსასყიდლოდ გადასცემს

თურქული კომპანია „ბაიკარი“ უკრაინას სამ უპილოტო საფრენ აპარატ „ბაირაქტარს“ უფასოდ გადასცემს.

„ბაიკარისთვის“ ცნობილი გახდა, რომ კამპანიამ, „სახალხო ბაირაქტარმა” წარმატებით შეაგროვა თანხა უკრაინელებისთვის სამშობლოს დასაცავად სამი უპილოტო საფრენი აპარატის, Bayraktar TV2-ის, გადასაცემად. კომპანიისთვის ცნობილია, რომ აღნიშნული თანხა შეგროვდა ბიზნესმენებისა და რიგითი მოქალაქეების ძალისხმევით. „კომპანია „ბაიკარი“ უფასოდ გაგზავნის სამ უპილოტო საფრენ აპარატს უკრაინულ ფრონტზე. ჩვენ ვთხოვთ, რომ სანაცვლოდ, შეგროვილი თანხა მოხმარდეს უკრაინელი ხალხის ბრძოლას “, – აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინული მედიის ცნობით, თურქული კომპანიის ეს საჩუქარი $15 მილიონი ღირს.