NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ მადრიდის სამიტი იქნება ისტორიული და გარდამტეხი სამიტი ალიანსისთვის. სტოლტენბერგმა ჩამოთვალა ის მიმართულებები, რომლებზეც NATO მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს.
„ჩვენ ვხვდებით უსაფრთხოების ყველაზე სერიოზულ კრიზისს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ჩვენ ვხედავთ, რომ მოკავშირეებს შეუძლიათ ერთიანობის დემონსტრირება. ჩვენ ვხედავთ ალიანსი ჩვენ წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებს ძლიერად და ერთიანად პასუხობს.
ეს იქნება გარდამტეხი სამიტი, რადგან ჩვენ მივიღებთ ისტორიულ გადაწყვეტილებებს. ჩვენ შევთანხმდებით ჩვენი ალიანსის ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე, რომელიც არის გეგმა იმის შესახებ, თუ როგორ მივიღოთ NATO მომავალში უფრო კონკურენტუნარიან და საშიშ სამყაროში, რათა დავიცვათ ყველა მოკავშირე და დაახლოებით მილიარდი მოქალაქე.
ჩვენ შევთანხმდებით ფუნდამენტურ ცვლილებაზე ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის მიმართულებით. მზადყოფნაში მყოფი უფრო მეტი საბრძოლო ძალებით. ეს არის ჩვენი კოლექტიური თავდაცვის უდიდესი ტრანსფორმაცია ცივი ომის დასრულების შემდეგ, რომელიც შეთანხმდება ამ სამიტზე.
და მესამე, ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვუცხადებთ მხარდაჭერას უკრაინას. მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი დღეს სიტყვით მიმართავს ყველა ლიდერს. ჩვენ ასევე შევთანხმდებით უკრაინის დახმარების ყოვლისმომცველ პაკეტზე. NATO და NATO-ს მოკავშირეები მრავალი წლის განმავლობაში უკრაინას უჭერდნენ მხარს. მაგრამ, რა თქმა უნდა, შემოჭრის შემდეგ ჩვენ ყველანი გავძლიერდით. შემდეგ კი ლიდერები მიიღებენ ისტორიულ გადაწყვეტილებას, მოიწვიონ ფინეთი და შვედეთი NATO-ს წევრებად. ეს ეფუძნება გუშინ ფინეთს, შვედეთსა და თურქეთს შორის მიღწეულ შეთანხმებას. და ეს კარგი შეთანხმებაა ფინეთისთვის, შვედეთისთვის, თურქეთისთვის და ყველა ჩვენგანისთვის.
და ბოლოს, ჩვენ ხელახლა დავადასტურებთ და შევაფასებთ იმ უზარმაზარ პროგრესს, რომელიც მიღწეულია ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით, გაზრდილია თავდაცვის ინვესტიციები მთელ ალიანსში ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ ასევე მივიღებთ ბევრ სხვა გადაწყვეტილებას, კლიმატის ცვლილების და კიბერ სფეროში. ჩვენ დავაარსებთ ახალ საინოვაციო ფონდს. მაგრამ მთლიანობაში, ეს ნამდვილად იქნება ისტორიული და გარდამტეხი სამიტი, რომელიც აჩვენებს ალიანსის ერთიანობას და NATO-ს უნარს ადაპტირდეს, როცა სამყარო იცვლება“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.