NATO-ს ლიდერებმა ალიანსის ადაპტაციის გასაგრძელებლად შორსმიმავალი გადაწყვეტილებები მიიღეს. მადრიდის სამიტზე, ოთხშაბათს (2022 წლის 29 ივნისი), პირველ სამუშაო სესიაზე მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს NATO-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციას, ალიანსის გეგმას უფრო საშიშ და კონკურენტულ სამყაროში. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მოკავშირეებმა ასევე დაუჭირეს მხარი ალიანსის შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკაში ფუნდამენტურ ცვლილებას, რომელიც ემყარება გაზრდილ თავდაცვით ინვესტიციებს და საერთო დაფინანსებას, ასევე, უკრაინის გრძელვადიან მხარდაჭერას.
მოკავშირეები შეთანხმდნენ NATO-ს ინოვაციების ფონდის ამოქმედებაზე და სათბურის გაზების ემისიების შესამცირებლად მიზნების დასახვაზე. საბოლოოდ, NATO-ს ლიდერებმა მიიღეს ისტორიული გადაწყვეტილება, მოიწვიონ ფინეთი და შვედეთი ალიანსის გასაწევრიანებლად.
„პრეზიდენტ პუტინის ომმა უკრაინის წინააღმდეგ დაარღვია მშვიდობა ევროპაში და შექმნა უსაფრთხოების ყველაზე დიდი კრიზისი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ნატომ უპასუხა სიძლიერით და ერთიანობით. პრეზიდენტ ზელენსკის ხელმძღვანელობა და გამბედაობა არის შთამაგონებელია ყველა ჩვენგანისთვის. მოხარული ვარ, რომ მას შეუძლია, შემოუერთდეს ჩვენს დღევანდელ შეხვედრას.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ მკაფიოდ განაცხადა, რომ უკრაინა ჩვენს მუდმივ მხარდაჭერას ეყრდნობა. ჩვენი გზავნილი მისადმი თანაბრად მკაფიო იყო. უკრაინას შეუძლია, ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს - რამდენ ხანსაც სჭირდება. მოკავშირეები გააგრძელებენ დიდ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას. დღეს კი ლიდერები შეთანხმდნენ, გააძლიერონ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისთვის ყოვლისმომცველი პაკეტის შეთანხმებით. ეს მოიცავს უსაფრთხო კომუნიკაციებს, საწვავს, სამედიცინო მარაგს და ჯავშანჟილეტებს. აღჭურვილობას ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხეების წინააღმდეგ და ასობით პორტატულ (anti-drone) სისტემას.
ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს საბრძოლო ჯგუფებს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, ბრიგადის დონეზე. ჩვენ გარდაქმნით NATO-ს რეაგირების ძალებს. გავზრდით მაღალი მზადყოფნის ძალების რაოდენობას 300 000-მდე.
დღეს ლიდერებმა მხარი დაუჭირეს NATO-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციას. ეს არის ახალი სტრატეგიული კონცეფცია. ახლანდელი სტრატეგია 2010 წელს იყო შეთანხმებული და ეს ძალიან განსხვავდება იმისგან, რაზეც მაშინ შევთანხმდით. ეს ცხადყოფს, რომ რუსეთი წარმოადგენს „ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხეს“ ჩვენი უსაფრთხოებისთვის.
დღევანდელ კონცეფციაში ჩვენ ვაცხადებთ, რომ რუსეთი არის „სტრატეგიული პარტნიორი“. ამასთან, მოკავშირეები აცხადებენ, რომ ჩინეთის იძულებითი პოლიტიკა "გამოწვევას უქმნის ჩვენს ინტერესებს, უსაფრთხოებას და ღირებულებებს". კონცეფცია ასევე აყალიბებს ჩვენს ერთობლივ პოზიციას ტერორიზმთან, ასევე კიბერ და ჰიბრიდულ საფრთხეებთან მიმართებით“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.