უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით NATO-ს მკაფიო პოზიციას მიესალმა.
„დღეს მადრიდში NATO-მ დაამტკიცა, რომ შეუძლია რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ მივესალმებით მკაფიო პოზიციებს რუსეთის მიმართ, ისევე როგორც ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას. თანაბრად ძლიერი და აქტიური პოზიცია უკრაინის მიმართ, ხელს შეუწყობს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვას“, - დაწერა კულებამ Twitter-ზე.
NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად მიიწვია, რუსეთი კი „ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედ“ გამოაცხადა.