დივიდენდების გადახდაზე უარის თქმის შემდეგ, მოსკოვის საფონდო ბირჟაზე „გაზპრომის“ აქციების ღირებულება 32%-ით დაეცა.
- რუსული „გაზპრომი“ გეგმას ცვლის და გაზის მოპოვებას ამცირებს
- Reuters: „გაზპრომი“ პირველი რუსული კომპანიაა, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟა დატოვა
კომპანიის წარმომადგენლის სერგეი კუპრინოვის ცნობით, „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებას ₽1,244 ტრილიონის დივიდენდის გაცემის შესახებ, აქციონერებმა მხარი არ დაუჭირეს. მათი გადაწყვეტილებით, შექმნილ ვითარებაში 2021 წლის დივიდენდების გაცემა არამიზანშეზონილია.
ამ გადაწყვეტილებას, მოსკოვის საფონდო ბირჟაზე მყისიერი რეაქცია მოჰყვა და რუსული ენერგოგიგანტის აქციები მნიშვნელოვნად გაუფასურდა.
ცნობისათვის, 1998 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა კომპანიის აქციონერებმა დივიდენდების გადახდას მხარი არ დაუჭირეს.