დღეის მდგომარეობით, საქართველოში აზერბაიჯანული კაპიტალით 3 000 კომპანიაა დარეგისტრირებული. ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მრჩეველმა სარჰან ისმაილოვმა განუცხადა.
მისი თქმით, დაფუძნებული 3 000 კომპანიიდან 1 000 მოქმედია.
„მინდა აღვნიშნო, რომ აზერბაიჯანში ქართული კაპიტალით 600-მდე კომპანიაა დაფუძნებული. ჩვენი ქვეყნები ახორციელებენ სავაჭრო-ეკონომიკურ საქმიანობას. ამ მიმართულებით ჩვენ ვხედავთ დიდ პოტენციალს და დარწმუნებული ვართ, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება“, - აღნიშნა ისმაილოვმა.