ისტორიაში პირველად, ევროკავშირში ამერიკული გაზის იმპორტმა რუსული ბუნებრივი აირის იმპორტს გადაუსწრო

ივნისში, ისტორიაში პირველად, შეერთებულმა შტატებმა რუსეთს, ევროკავშირში გაზის მიწოდებით გაუსწრო. ამის შესახებ საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა. მისივე თქმით, იმისთვის, რომ ზამთარში საცავის შევსების დრო გვქონდეს, ევროპას სასწრაფოდ სჭირდება გაზის მოხმარების შემცირება.

„რუსეთის ბოლოდროინდელი მკვეთრი შემცირება ბუნებრივი აირის ნაკადში ევროკავშირში ნიშნავს, რომ ეს არის ისტორიაში პირველი თვე, როდესაც ევროკავშირმა აშშ-დან LNG-ით უფრო მეტი გაზი შემოიტანა, ვიდრე რუსეთიდან მილსადენით",- ამის შესახებ Twitter-ზე ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ხელმძღვანელმა ფატიჰ ბიროლმა დაწერა. 

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ინფორმაციით, ივნისში აშშ-დან ევროკავშირში იმპორტირებული LNG-ის მოცულობა თითქმის 4.5 მილიარდი კუბური მეტრს აღწევს, რაც  რუსეთიდან იმპორტირებული გაზის მოცულობაზე რამდენიმე მილიონით მეტია.