უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ქვეყნის ბიუჯეტმა გერმანიიდან €1 მილიარდი ევროს ოდენობით გრანტი მიიღო.
უწყების ცნობით, საგრანტო თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გახსნილი სპეციალური ადმინისტრაციული ანგარიშის მეშვეობით გადაირიცხა. შემოსული თანხა მოხმარდება საომარი მდგომარეობის დროს ბიუჯეტის პრიორიტეტული ხარჯების დაფინანსებას.
როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, საომარი მდგომარეობის შემოღების დაწყებიდან უკრაინას ფინანსური და საბიუჯეტო სისტემის მხარდასაჭერად გერმანიიდან უკვე 1,3 მილიარდი ევრო აქვს მიღებული.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის 1 მილიარდი ევროს საგრანტო დაფინანსების შესახებ მთავრობათაშორის შეთანხმებას ხელი 24 ივნისს უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერხი მარჩენკომ და გერმანიის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა მოაწერეს.
მანამდე პარასკევს, ევროკომისიამ უკრაინისთვის 1 მილიარდი ევროს ოდენობით, მაკროფინანსური დახმარების პირველი ტრანშის გამოყოფის შესახებ განაცხადა, ხოლო ნორვეგია, დაახლოებით იგივე რაოდენობის დახმარებას 2022 წლის ბოლომდე ან 2023 წლის დასაწყისამდე დაჰპირდა.