ევროპაში, 1000 კუბურ მეტრ გაზზე ფასმა, $1 600-ს გადააჭარბა, აღნიშნულს ლონდონის ბირჟის მონაცემები ადასტურებს.
ნიდერლანდებში, აგვისტოს ფიუჩერსის ფასმა 1 000 კუბურ მეტრზე $1 606,5 შეადგინა. ჯამში, ვაჭრობის დაწყებიდან 1 000 კუბური მეტრი გაზის ფასი 6,5%-ით გაიზარდა.
ბოლო რამდენიმე კვირაა რუსეთმა გაზის მიწოდება შეუმცირა იტალიას, გერმანიას, საფრანგეთსა და ავსტრიას. მოსკოვმა თქვა, რომ ტექნიკური პრობლემების გამო ბალტიის ზღვის ქვეშ გამავალი „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენის სიმძლავრე უნდა შეეზღუდა, მაგრამ გერმანიამ მიწოდების შემცირებას უწოდა "პოლიტიკურად მოტივირებული" და განაცხადა, რომ „გაზპრომის“ ქმედება მიზნად ისახავს ფასების გაზრდას.
რუსეთიდან გაზის მოცულობის შემცირება დაემთხვა აშშ-ში LNG-ის ძირითადი ქარხნის გაჩერებას, რომელიც ევროპისთვის მიწოდების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. უახლოეს თვეებში ატლანტის ოკეანეში ნაკლები საწვავი შემოვა, რაც კიდევ უფრო იმოქმედებს კრიზისზე.
18 ივნისის მდგომარეობით, ევროპული გაზის საცავები სავსე იყო 52%-ით და ევროპის გაზის ინფრასტრუქტურის უახლესი მაჩვენებლებით, კიდევ ერთი პროცენტით შემცირდა. თუმცა, Bloomberg-ის მიხედვით, მარაგები კვლავ შეესაბამება ბოლო ხუთი წლის საშუალო დონეს. ხუთშაბათს, 16 ივნისს, გაზპრომმა განაცხადა, რომ „ამჟამად“ ვერ ხედავს Nord Stream-თან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზას. კვლევითი კომპანია Wood Mackenzie Ltd.-ის ინფორმაციით, თუ გაზსადენი მთლიანად დაიბლოკება, ნოემბრის გათბობის სეზონის დაწყებამდე ევროპა ვერ შეძლებს მარაგის შევსებას.
- ევროპაში გაზის ზამთრის მარაგების გამოყენება დაიწყეს
- გაზპრომი“ ავსტრიას, გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდებას უმცირებს. ევროპაში საწვავი ძვირდება
- რუსული Nord Stream-ით გაზის გატარების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა