თეგი: ფასი

ოქროს ფასმა ახალ მაქსიმუმს მიაღწია

ოქრო ისევ ძვირდება. ექსპერტების შეფასებით, ამის მიზეზია ომი უკრაინაში და რეცესიის რისკი აშშ-ში, რამაც აქტივებზე მოთხოვნა გაზარდა, წერს Bloomberg. დღეს ოქროს ფიუჩრსის ფასი ტრუას უნციაზე (მასის საზომი ერთეული, უდრის 31,1034768 გრამს) 0,8%-ით გაიზარდა და $1990 გაუტოლდა. მაქსიმალური ფასი ოქროზე ბოლოს 11 მარტს დაფიქსირდა და $1995,05 შეადგინა. „ოქროს გაძვირება გამოწვეულია მაღალი ინფლაციითა და გეოპოლიტიკური რისკებით“ - ამბობს CMC Markets-ის ანალიტიკოსი კელვინ ვონგი. ოქროს ზოდებზე მოთხოვნა იზრდება, 10 წლიან სახაზინო ობლიგაციებზე მოგების 3%-იანი ზრდის მიუხედავად. ასევე წაიკითხეთ აშშ-ის მზარდი ინფლაციის ფონზე ოქრო ძვირდება

მედია: რუსული ნავთობის ფასი ეცემა

აპრილში Urals მარკის ნავთობზე, ბარელზე ფასი $79,8 -დან  $70,5-მდე დაეცა. ინფორმაციას რუსული მედია ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსულ ნავთობზე 15 მარტიდან 14 აპრილამდე საშუალო ფასი ბარელზე $79,81-ის ფარგლებში დაფიქსირდა. მედიის ცნობით, რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ კონტროლირებადი "საწვავის და ენერგეტიკის კომპლექსის ცენტრალური დისპეტჩერიზაციის დეპარტამენტმა" შეწყვიტა ნავთობის წარმოებისა და ექსპორტის სტატისტიკის გამოქვეყნება განუსაზღვრელი ვადით. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გაჩნდა პირველი ცნობები სანქციების შედეგად რუსეთის ფედერაციაში ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ. Bloomberg-ის ცნობით, ინდოეთი ცდილობს რუსულ ნავთობზე მეტი ფასდაკლება მიიღოს და სურს ბარელი $70 იაფად იყიდოს.   ასევე წაიკითხეთ Reuters: „როსნეფტმა“ ნავთობი რუბლში ვერ გაყიდა Reuters: რუსეთში 2022 წელს ნავთობის მოპოვება შესაძლოა, 17%-ით შემცირდეს ევროკავშირი რუსული ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს, Sberbank-ი SWIFT-დან გაითიშება

ირაკლი ლექვინაძე: მსხვილ კომპანიებს საწვავის ფასის შემცირების რესურსი ჰქონდათ

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, შუალედურმა ანგარიშმა აჩვენა, რომ მსხვილ კომპანიებს, რომელთაც საცალო ბაზრის 60%-მდე უჭირავთ, საწვავზე ფასის შემცირების რესურსი ჰქონდათ. „საწვავის გაიაფება მსოფლიო ბაზარზე მარტიდან დაიწყო. ამავე პერიოდიდან საქართველოში ეროვნული ვალუტის კურსიც გამყარდა. უკვე მარტის ბოლოდან ქვეყანაში გაიაფებული საწვავის იმპორტი რუსეთიდან, ხოლო აპრილიდან ევროპიდან განხორციელდა, რაც ოპტიმალურ დროში ტაბლოებზე არ აისახა. საანგარიშო პერიოდში, მცირე და მსხვილ ქსელებში, ფასთა სხვაობა, იგივე მარკის და ხშირად იგივე ქვეყნიდან იმპორტირებულ საწვავზე, 30-60 თეთრი დაფიქსირდა. მიღებული მონაცემები აჩვენებს, რომ რიგ მსხვილ კომპანიებს მაღალი მარჟა საშუალებას აძლევდა საცალო ქსელში უფრო დაბალი ფასი ჰქონოდათ, ჩართულიყვნენ აქტიურ კონკურენციაში და საბაზრო წილი გაეზარდათ,“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ. გაიაფდება თუ არა საწვავი საქართველოში მისივე განმარტებით, მაგალითად, რუმინეთში და ბულგარეთში საიდანაც ხდება საქართველოში საწვავის იმპორტი 2022 წლის პერიოდში საცალო ფასები გაიზარდა 20-26 ცენტით. დაახლოებით, იგივე ზრდა ფიქსირდება რაც საქართველოში, თუმცა აპრილში 5-8 ცენტით შემცირდა, მაშინ როცა საქართველოში მაისიდან დაფიქსირდა 4-10 თეთრიანი კლება. საწვავის ბაზრის შუალედური ანგარიშის მიხედვით, სამი ყველაზე მსხვილი იმპორტიორის წილი საერთო იმპორტში 69 პროცენტია, ხოლო საცალო ბაზარზე ხუთი ყველაზე მსხვილი კომპანიის წილი 59%-ს აღწევს, სხვა მცირე ეკონომიკური აგენტების წილი კი 41%-ის ფარგლებშია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ ეკონომიკურ საბჭოს საწვავის ბაზრის 2022 წლის იანვარ-აპრილის მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარუდგინა. ასევე წაიკითხეთ  ეკონომიკის მინისტრი საწვავის ფასის შემცირებას ელის

Brent-ის ნავთობის ფასმა ბარელზე $124 გადააჭარბა

Brent-ის ნავთობის აგვისტოს ფიუჩერსების ფასმა ლონდონის ICE ბირჟაზე ვაჭრობისას 9 მარტის შემდეგ 124 დოლარს ბარელზე პირველად გადააჭარბა.  სავაჭრო პლატფორმის მონაცემებით, 20:30 საათისთვის Brent-ის ნავთობის ფასი ბარელზე 123,39 დოლარად (+2,34%) იყიდებოდა. ამავდროულად, WTI ნედლი ნავთობის ფიუჩერსები 2022 წლის ივლისში მიწოდებისთვის  2,17%-ით და ბარელზე $122 დოლარამდე გაიზარდა. 

ბიტკოინის ღირებულება 2020 წლის ნოემბრის შემდეგ $20 000-ს პირველად ჩამოსცდა

Financial Times-ის ცნობით, უმსხვილესი კრიპტოვალუტა, რომელიც გლობალური კრიპტობაზრის ორიენტირს წარმოადგენს, შაბათს დილით 9%-ით დაეცა და მისი ღირებულება $19000-ზე ნაკლებს შეადგენს. ბიტკოინი და ეთერიუმი ვარდნას განაგრძობენ - მიზეზები მოსკოვის დროით 13:10 საათისთვის, Coindesk-ის მონაცემებით, ბიტკოინმა პოზიციები ოდნავ დაიბრუნა და და მისმა ღირებულებამ $19,252 შეადგინა. 2021 წლის გაზაფხულზე ბიტკოინის ფასი $60 ათასს მიუახლოვდა.  ბიტკოინის ფასი თავდაპირველად 1 ცენტზე ნაკლები იყო, 2017 წლის დეკემბერში კი მისმა ღირებულებამ $20 000-ს გადააჭარბა. 2021 წლის 2 ნოემბერს ბიტკოინი 13 წლის გახდა.  

ევროპაში 1000 კუბურ მეტრ გაზზე ფასმა, $1 600-ს გადააჭარბა

ევროპაში, 1000 კუბურ მეტრ გაზზე ფასმა, $1 600-ს გადააჭარბა, აღნიშნულს ლონდონის ბირჟის მონაცემები ადასტურებს. ნიდერლანდებში, აგვისტოს ფიუჩერსის ფასმა 1 000 კუბურ მეტრზე $1 606,5 შეადგინა. ჯამში, ვაჭრობის დაწყებიდან 1 000 კუბური მეტრი გაზის ფასი 6,5%-ით გაიზარდა. ბოლო რამდენიმე კვირაა რუსეთმა გაზის მიწოდება შეუმცირა იტალიას, გერმანიას, საფრანგეთსა და ავსტრიას. მოსკოვმა თქვა, რომ ტექნიკური პრობლემების გამო ბალტიის ზღვის ქვეშ გამავალი „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენის სიმძლავრე უნდა შეეზღუდა, მაგრამ გერმანიამ მიწოდების შემცირებას უწოდა "პოლიტიკურად მოტივირებული" და განაცხადა, რომ „გაზპრომის“ ქმედება მიზნად ისახავს ფასების გაზრდას. რუსეთიდან გაზის მოცულობის შემცირება დაემთხვა აშშ-ში LNG-ის ძირითადი ქარხნის გაჩერებას, რომელიც ევროპისთვის მიწოდების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. უახლოეს თვეებში ატლანტის ოკეანეში ნაკლები საწვავი შემოვა, რაც კიდევ უფრო იმოქმედებს კრიზისზე. 18 ივნისის მდგომარეობით, ევროპული გაზის საცავები სავსე იყო 52%-ით და ევროპის გაზის ინფრასტრუქტურის უახლესი მაჩვენებლებით, კიდევ ერთი პროცენტით შემცირდა. თუმცა, Bloomberg-ის მიხედვით, მარაგები კვლავ შეესაბამება ბოლო ხუთი წლის საშუალო დონეს. ხუთშაბათს, 16 ივნისს, გაზპრომმა განაცხადა, რომ „ამჟამად“ ვერ ხედავს Nord Stream-თან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზას. კვლევითი კომპანია Wood Mackenzie Ltd.-ის ინფორმაციით, თუ გაზსადენი მთლიანად დაიბლოკება, ნოემბრის გათბობის სეზონის დაწყებამდე ევროპა ვერ შეძლებს მარაგის შევსებას. ევროპაში გაზის ზამთრის მარაგების გამოყენება დაიწყეს გაზპრომი“ ავსტრიას, გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდებას უმცირებს. ევროპაში საწვავი ძვირდება რუსული Nord Stream-ით გაზის გატარების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა  

ევროპაში ელექტროენერგია რეკორდულად გაძვირდა

ევროპაში ელექტროენერგიის ფასები რეკორდულ ნიშნულზეა. Financial Times ცნობით, ამის მიზეზი გაზზე შექმნილი დეფიციტი გახდა. შედეგად გერმანიაში ელექტროენერგია 13%-ით გაძვირდა და საათში/მეგავატზე 325 ევრო შეადგინა. საფრანგეთში ელექტროენერგიის ფასი საათში/მეგავატზე 366 ევროა. ამასთან ევროკავშირის ქვეყნებში გაზის ფასიც რეკორდულ ნიშნულზეა და 1000 კუბურ მეტრზე $1 800 შეადგინა. გასულ წელთან შედარებით, გაზის ტარიფი 4-ჯერაა გაზრდილი, მას შემდეგ რაც „გაზპრომმა“ ამ ბაზარზე მიწოდება შეამცირა. ევროპაში 1000 კუბურ მეტრ გაზზე ფასმა, $1 600-ს გადააჭარბა ევროპაში გაზის ზამთრის მარაგების გამოყენება დაიწყეს ვითარება გამწვავებულია საფრანგეთში დიდი რაოდენობით ატომური ელექტროსადგურების მომსახურეობის პრობლემების გამო. მეზობელი ქვეყნები დამატებით გაზს ხარჯავენ საფრანგეთისთვის ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად, რადგან ევროპა ზამთარში მარაგის შენარჩუნებას ცდილობს. ანალიტიკური ფირმა ICIS-ის ელექტროენერგიის ბაზრის ანალიტიკოსმა უილიამ პეკმა თქვა, რომ ელექტროენერგიის მაღალი ფასები მიუთითებს იმაზე, რომ მოვაჭრეები სულ უფრო და უფრო ხშირად პროგნოზირებენ (მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში) გაზის შეზღუდულ მიწოდებას. „გაზს ჰქონდა არასაკმარისი ინვესტიცია ახალი წარმოების ინფრასტრუქტურაში პანდემიის დროს, მაგრამ მოთხოვნა დაბრუნდა იმაზე სწრაფად, ვიდრე ხალხი მოელოდა. რუსეთ-უკრაინის ომმა ყველაფერი აურია“, - აცხადებს უილიამ პეკი.  ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროპაში, სახლში გათბობის ან კონდიციონერის ტემპერატურას თუ 2 გრადუსით შევამცირებთ, „ჩრდილოეთის ნაკადით“ რუსული გაზის მიწოდებას სრულად ჩავანაცვლებთ გერმანიის ვიცე-კანცლერმა მოქალაქეებს გაზის მოხმარების შემცირებისკენ მოუწოდა ამასთან ელექტროენერგიის ბაზრის ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ელექტროენერგიის მაღალი ფასი უკვე ამცირებს ელექტროენერგიაზე მოთხოვნას. მაგალითად, გერმანიის ელექტროენერგიაზე მოთხოვნა, ბოლო ოთხ თვეში, წინა წელთან შედარებით, ენერგიაზე მაღალი დანახარჯების გამო 5%-ით შემცირდა.   რუსული „გაზპრომი“ 11-დან 21 ივლისის ჩათვლით მთლიანად გათიშავს „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენს - გერმანია აღიარებს, რომ ამის შემდეგ გაზის მიწოდება შესაძლოა აღარ განახლდეს.  გაზპრომი“ ავსტრიას, გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდებას უმცირებს. ევროპაში საწვავი ძვირდება რუსული Nord Stream-ით გაზის გატარების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა

მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი ეცემა

უკრაინული ხორბლის განბლოკვაზე ხელშეკრულების გაფორმების პერსპექტივამ მსოფლიოში ხორბლის ფასების შემცირებაზე გავლენა უკვე მოახდინა. ამის შესახებ BBC წერს. სტამბოლში უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ, ხელშეკრულება გაფორმდა ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ფიუჩერსები 3%-ით გაიაფდა. ანალოგიური ვითარება შეიქმნა ბრიტანეთის ფიუჩერსებთან მიმართებით. ხორბლის გაყიდვების ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ მართალია ფიუჩერსები ერთ ღამეში ტონაზე $10 გაიაფდა, მაინც არსებობს სკეპტიციზმი, იმუშავებს თუ არა სტამბოლში გაფორმებული ოთხმხრივი შეთანხმება. 22 ივლისს სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში მარცვლეულისა და სურსათის მიწოდების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა.  შეთანხმება შედგა და უკრიანელები ბლოკირებულ მარცვლეულს სამი პორტიდან - ოდესის, ჩერნომორსკის და იუჟნეს პორტებიდან გაიტანენ. მარცვლეულის მიწოდების შესახებ დოკუმენტს ხელი მოეწერა თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის თანდასწრებით. გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის სიტყვებით, შეთანხმება, რომელსაც ხელი რუსეთმა, უკრაინამ, გაერომ და თურქეთმა მოაწერეს, ომში „იმედის შუქურაა“.    

ოდესის პორტზე რუსეთის იერიშის შემდეგ ხორბლის ფასი მკვეთრად გაიზარდა

რუსეთის არმიის მიერ ოდესის პორტზე სარაკეტო იერიშის შემდეგ, ხორბლის ფასი მკვეთრად გაიზარდა.  უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ, რუსეთის თავდასხმამ ეჭვები გააჩინა. ამის შესახებ Reuters წერს. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა 25 ივლისს განაცხადა, რომ რუსეთის პოზიციებიდან ნასროლი ორი „კალიბრის“ კლასის შორი მოქმედების რაკეტა, რომლებიც ოდესის პორტში სატუმბი სადგურის მახლობლად დაეცა, მიზნად ისახავდა „ექსკლუზიურად“ სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებას და „არ იყო დაკავშირებული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებასთან“, რომელსაც 22 ივლისს სტამბოლში რუსეთმა, უკრაინამ, გაერომ და თურქეთმა მიაღწიეს. „ამან არ შეიძლება და არ უნდა იმოქმედოს მარცვლეული გადაზიდვის დაწყებაზე", - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს. ამ განცხადების მიუხედავად, ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე ხორბლის „ფიუჩერსები“ 25 ივლისს ბუშელზე (უდრის 36,4 ლიტრს) თითქმის 4 პროცენტით, 7,86 დოლარამდე გაიზარდა. სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება  

ევროპაში ბუნებრივი გაზის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა

ევროპაში ბუნებრივი გაზის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა და ერთი მეგავატ/საათის ღირებულებამ 223,85 ევრო შეადგინა.  ანალიტიკოსების შეფასებით, გაზის ფასის ზრდაზე გავლენა „გაზპრომის“ განცახდებამ მოახდინა. რუსული გაზის გიგანტმა განაცახდა, რომ 27 ივლისს, კიდევ ერთი ტურბინის გაჩერების გამო, „ჩრდილოეთი ნაკადი1“-ით ევროპისთვის გაზის მიწოდების მაჩვენებელი 40%-დან 20%-მდე შემცირდება.  ევროკავშირის ქვეყნები გაზის მოხმარების შემცირებაზე შეთანხმდნენ. წინააღმდეგი მხოლოდ უნგრეთია  დღევანდელი ვაჭრობა ნიდერლანდების ვირტუალურ პლატფორმაზე 210,25 ევროს ნიშნულიდან გაიხსნა. 09:40 სააზე ბუნებრივი გაზის მეგავატ/საათის ღირებულება 12%-ით გაიზარდა და 223,85 ევრო შეადგინა, რაც 2022 წლის მარტის შემდეგ მაქსიმალური მაჩვენებელია.  11 ივლისიდან რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი გაზსადენით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით“ გაზის მიწოდება შეაჩერა. რის შემდეგაც, ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებისთვის გაზის მოხმარების 15%-ით შემცირების გეგმა წარმოადგინა.  21 ივლისს რუსეთმა მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი1“-ით ბუნებრივი გაზის მიწოდება განაახლა, თუმცა გაზსადენი მხოლოდ 40%-იანი დატვირთვით მუშაობს. 25 ივლისს კი, „გაზპრომმა“ Nord Stream1-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვის შესახებ განაცხადა, შედეგად ევროპისთვის გაზის მიწოდება კიდევ 20%-ით შემცირდა.   

მსოფლიო მოთხოვნა ოქროზე 8%-ით შემცირდა

World Gold Council-ის (WGC) გათვლებით, ოქროზე მსოფლიო მოთხოვნამ 2022 წლის მეორე კვარტალში 948 ტონა შეადგინა, რაც გასული წლის აპრილ-ივნისის მოთხოვნაზე 8%-ით ნაკლებია.   ევროკავშირმა რუსეთიდან ოქროსა და საიუველირო ნაწარმის იმპორტი აკრძალა 2022 ცა მეორე კვარტალში უნცია ოქროს ფაის $1871, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 3% მეტია. თუმცა მეორე კვარტლის განმავლობაში ოქრო 6% გაიაფდა.  მსოფლიო ცენტრალური ბანკები განაგრძობდნენ ოქროს ყიდვას. შესყიდვების მოცულობამ კვარტალში 180 ტონა შეადგინა, რაც გასული წლის II კვარტალთან შედარებით 14%-ით ნაკლებია. რუსულ ოქროზე დასავლეთის ემბარგო კრემლს ყოველწლიურად, $19 მილიარდი დაუჯდება - ბლინკენი    

Reuters: ნავთობი ჩინეთის სუსტი ეკონომიკური მაჩვენებლების ფონზე იაფდება

ნავთობი ჩინეთის სუსტი ეკონომიკური მაჩვენებლების ფონზე იაფდება. ამ ფონზე კი, კომპანია Saudi Aramco მოპოვებას მაქსიმუმამდე ზრდის.   Brent-ის მარკის ფიუჩერსები 0,9%-ით, ბარელზე $97,26-მდე  გაიაფდა. ამერიკული West Texas Intermediate-ს ფასი კი, ბარელზე $91,27-მდე დაეცა, რაც წინა მაჩვენებელზე 82 ცენტით ნაკლებია.   Reuters-ი ამის მიზეზად ჩინეთის ეკონომიკის შენელებას ასახელებს. კერძოდ, ნავთობის მოპოვების მაჩვენებელი დღე-ღამეში 12,53 მილიონ ბარელამდე დაეცა, რაც 2020 წლის მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამ ფაქტს, სახელმწიფო სტატისტიკის მაჩვენებლები ადასტურებს.  ამავდროულად, Saudi Aramco მზადაა, გაზარდოს ნედლი ნავთობის მოპოვება მაქსიმუმ 12 მილიონ ბარელამდე დღეში, თუ ამას საუდის მთავრობა მოითხოვს“, - განუცხადა ჟურნალისტებს კვირას აღმასრულებელმა დირექტორმა ამინ ნასერმა.  

ნავთობის ფასი გლობალური ეკონომიკის შენელების საფრთხის ფონზე ეცემა

ნავთობის ფასი სამდღიანი ზრდის შემდეგ დაეცა, რადგან ინვესტორები შიშობენ, რომ აშშ-ს საპროცენტო განაკვეთების აგრესიული ზრდა შეასუსტებს გლობალურ ეკონომიკას და შეასუსტებს მოთხოვნას საწვავზე. დოლარის გამყარებამ ასევე გაზარდა ზეწოლა ბაზარზე. წერს Reuters.  Brent-ის ნავთობის ოქტომბრის ფიუჩერსებზე ფასი 1,20 დოლარით, 1,2%-ით დაეცა და ბარელზე $95,52 დოლარამდე შემცირდა. აშშ-ის West Texas Intermediate (WTI) ნავთობის სექტემბრის მიწოდების ფასი 1,24 აშშ დოლარით, ანუ 1,4%-ით დაეცა და ბარელზე $89,53 დოლარამდე შეადგინა. ხოლო ოქტომბრის ფიუჩერსები 1,17 დოლარით (1,3%) შემცირდა და ბარელზე 89,27 აშშ დოლარი შეადგინა.  

ცნობილია, რა მოცულობის გაზს იყიდის რუსეთისგან თურქეთი რუბლში

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ, რომ ანკარა, რუსული გაზის 25%-ს რუბლში დაფარავს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.  ერდოღანმა დაადასტურა, რომ თურქეთი რუსული გაზის საფასურის ნაწილს რუბლში დაფარავს პუტინის განცხადებით, თურქეთისთვის რუსული გაზის მიწოდების შესახებ შეთანხმება უახლოეს დღეებში ამოქმედდება და თურქეთი მარაგების 25%-ის საფასურს რუბლში დაფარავს. შეგახსენებთ, რომ თურქეთის მიერ რუსული გაზის ნაწილობრივი გადახდაზე შეთანხმებას, პუტინმა და ერდოღანმა აგვისტოს დასაწყისში სოჭში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს. თუმცა მაშინ არ დასახელებულა გაზის ის მოცულობა, რომელიც თურქეთმა რუსეთისგან რუბლში უნდა იყიდოს.   

აზერბაიჯანიდან ტრანზიტის შემდეგ ბულგარეთში გაზზე საბითუმო ფასი, მესამედით შემცირდა

საბერძნეთთან (IGB) ინტერკონექტორის გაშვების გამო, ბულგარეთში გაზის საბითუმო ფასი ერთბაშად 34%-ით დაეცა. იუწყება Trend სამშაბათს ბულგარეთის ენერგეტიკისა და წყლის მარეგულირებელ კომისიაზე (EWRC) დაყრდნობით.  ბულგარეთსა და საბერძნეთს შორის გაზსადენი ამოქმედდა გავრცელებული ინფორმაციით, მარეგულირებელმა დაამტკიცა ბუნებრივი აირის საბითუმო ფასი ოქტომბრისთვის 233,36 BGN (116,93 აშშ დოლარი/119,31 აშშ დოლარი/ევრო 119,31) მეგავატ საათზე, რაც წინა თვესთან შედარებით 34% ნაკლებია. IGB, რომელიც პირველ ოქტომბერს ამოქმედდა, ბულგარეთს საშუალებას მისცემს აზერბაიჯანის შაჰდენიზ-2-ის კონდენსატის საბადოზე წარმოებული გაზი მიიღოს. IGB უკავშირდება TAP-ს, რომლის მეშვეობითაც შაჰ-დენიზის საბადოდან გაზი ევროპულ ბაზრებს მიეწოდება. გაზსადენის სიგრძე 182 კილომეტრია. შეგახსენებთ, რომ პირველ ეტაპზე გაზსადენი წელიწადში სამი მილიარდ კუბურ მეტრ გაზს გაატარებს. მეორე ეტაპზე, ბაზრის განვითარების მიხედვით, მილსადენის გამტარუნარიანობა შეიძლება 5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდოს, რაც საკომპრესორო სადგურის დამატების შედეგად მოხდება. გაზის დაახლოებით ნახევარი - 1,57 მილიარდი კუბური მეტრი წელიწადში - უკვე დაჯავშნილია (25 წლამდე) გრძელვადიანი ხელშეკრულებებით. დარჩენილი ხელმისაწვდომი სიმძლავრე აუქციონის გზით ორ წამყვან პლატფორმაზე - PRISMA-სა და RBG-ზე იქნება შემოთავაზებული.   

Reuters: G7-ის ქვეყნები, რუსული ნავთობის ფასის ფიქსირებულ ზღვარზე შეთანხმდნენ

G7-ის ქვეყნები და ავსტრალია, რუსული ნავთობის ფიქსირებულ ფასზე საბოლოოდ შეთანხმდნენ. ამის შესახებ Reuters-ი ინფორმირებული წყაროებზე დაყრდნობით წერს. ქვეყნები იმედოვნებენ, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად, ბაზრი უფრო სტაბილური გახდება, რაც მონაწილეებისთვის ტვირთს, მინიმუმამდე შეამცირებს. Reuters-ის ცნობით, ფიქსირებული ფასი ჯერ დადგენილი არ არის. სავარაუდოდ, ის ნოემბრის ბოლოს დამტკიცდება. რუსულ ნავთობზე ფასის ზღვრის შემოღების სამართლებრივი საფუძველი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტში დადგინდა, რომელიც ევროკავშირმა ოქტომბრის დასაწყისში დაამტკიცა. დოკუმენტის მიხედვით, მექანიზმი ნედლ ნავთობზე 5 დეკემბრიდან, ხოლო ნავთობპროდუქტებზე 5 თებერვლიდან ამოქმედდება. შეერთებული შტატები რუსეთისგან ნავთობს ფასის ზღვრის გარეშე 19 იანვრამდე შეიწყიდის, შემდეგ კი, ზღვრულ ფასს შემოიღებს. „ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს რუსული ნავთობის ფასი ბარელზე დაახლოებით, $60 დოლარამდე შეაფასოს“, - წერს Bloomberg. კრემლში განაცხადეს, რომ ენერგორესურსებს არ მიაწვდიან იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის რესურსებზე ზღვრულ ფასებს დააწესებენ.   

ბიტკოინის ღირებულება $16 ათასამდე დაეცა

დღეს დილით, ბიტკოინის ფასი 5%-ით თითქმის $16 ათასამდე დაეცა. ამის შესახებ Report-ი კრიპტოვალუტის უმსხვილესი ბირჟის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება. გაკოტრებული კრიპტო ბირჟის FTX-ის გარშემო არსებული კრიზისის ფონზე, ბიტკოინი ცდილობს $16,000-იანი ზღვარი შეინარჩუნოს. გასული სამშაბათიდან კრიპტოვალუტის ფასი $20,56 ათასიდან დაეცა და მთლიანობაში ღირებულების 20%-ზე მეტი დაკარგა, ხოლო კრიპტობაზრის კაპიტალიზაცია $1 ტრილიონზე მეტიდან $800 მილიარდამდე დაეცა.  

მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა, ოქროს ყიდვა რეკორდული ტემპით დაიწყეს

ცენტრალური ბანკების მიერ „ყვითელი მეტალის“ შეძენის მაჩვენებელი 1967 წლიდან რეკორდული გახდა. ამის შესახებ Financial Times-ი წერს. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის დასაწყისიდან მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა 673 ტონა ოქრო შეიძინეს, აქედან 400 ტონა ივლის-სექტემბერში. იმავდროულად, ყველაზე დიდ მოცულობებს რუსეთისა და ჩინეთის ცენტრალური ბანკი ყიდულობს. მარეგულირებლების მიზანია ოქროს და სავალუტო რეზერვების დივერსიფიკაცია და დოლართან დაშორება,- ნათქვამია სტატიაში.  2022 წლის პირველი ცხრა თვის შედეგების მიხედვით, რუსეთი ოქროსა და სავალუტო რეზერვების მიხედვით მეოთხეა მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკებს შორის. 2022 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით, რუსეთის ფედერაცია ფლობდა (დასავლეთის ქვეყნების მიერ გაყინული აქტივების ჩათვლით) 540 მილიარდ დოლარს. ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 9-დან 16 დეკემბრის ჩათვლით რუსეთის ოქროსა და სავალუტო რეზერვების მოცულობა 5,2 მილიარდი დოლარით ანუ 0,9%-ით გაიზარდა. 16 დეკემბრის მდგომარეობით კი 581,7 მილიარდ დოლარს მიაღწია.  

პუტინმა, არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის დავალიანების დაფარვა, უცხოურ ვალუტაში დაუშვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის დავალიანების დაფარვა, უცხოურ ვალუტაში დაუშვა. დიმიტრი პესკოვი დარწმუნებულია, რომ რუბლებში გაზზე გადახდის სისტემა მომავალში სხვა რუსულ საექსპორტო საქონელზეც გავრცელდება 2023 წლიდან, არამეგობრული ქვეყნები, გაზის საფასურის გადახდას რუბლში შეძლებენ.  ვლადიმერ პუტინის მიერ 31 მარტს ხელმოწერილი განკარგულებით, რუსული გაზის შემსყიდველი ქვეყნები ვალდებულნი არიან გახსნან ანგარიში „გაზპრომბანკში“. ამ ბანკში გადახდების განხორციელების შემდეგ, მოსკოვის ბირჟაზე შესაბამისი სახსრები გარდაიქმნება რუბლებში. რუსული მხარის ინფორმაციით, ერდოღანი და პუტინი ბუნებრივი აირის საფასურის ნაწილობრივ რუბლებში გადახდაზე შეთანხმდნენ რუსულმა ენერგოკომპანიამ „გაზპრომმა“ შეუჩერა ბუნებრივი აირის მიწოდება პოლონეთს, ბულგარეთს, ფინეთს, ნიდერლანდებსა და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას იმ მოტივით, რომ მათ გაზის საფასური რუბლებში არ გადაიხადეს.  

ბიტკოინის ფასი იზრდება

ბიტკოინის ფასი დღეს ერთბაშად 4,7%-ით გაიზარდა, 18,2 ათასი დოლარის ნიშნულს ოდნავ გადააჭარბა.  ბიტკოინის ღირებულება $16 ათასამდე დაეცა ამას Binance-ის ბირჟის სავაჭრო მონაცემები მოწმობს. CoinMarketCap პორტალის მიხედვით, რომელიც საშუალო ფასს 20-ზე მეტ ბირჟაზე ითვლის , ბიტკოინის ღირებულება  4,62%-ით -ასევე საშუალოდ $18,22 ათასამდე გაიზარდა. ბიტკოინის ფასი ამ ნიშნულამდე 14 დეკემბრის შემდეგ პირველად გაიზარდა. 2021 წლის გაზაფხულზე ბიტკოინის ფასი $60 ათასს მიუახლოვდა.  ბიტკოინის ფასი თავდაპირველად 1 ცენტზე ნაკლები იყო, 2017 წლის დეკემბერში კი მისმა ღირებულებამ $20 000-ს გადააჭარბა. 2022 წლის 2 ნოემბერს ბიტკოინი 14 წლის გახდა.