ირანის სამხრეთ ნაწილში მომხდარ ორ მიწისძვრას სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციიას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მიწისძვრის შედეგად 19 ადამიანი დაშავდა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს რიცხვები შეიძლება გაიზარდოს.
5.7 და 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრები ქალაქ ხამირიდან 61 კილომეტრში დაფიქსირდა.