პაკისტანის პროვინცია პენჯაბში ექსპლუატაციაში პირველი ჰიდროელექტროსადგური „კატორი“ შევიდა. პროექტი ჩინეთ-პაკისტანის ეკონომიკური დერეფნის ფარგლებში განხორციელდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ჰესი, ჩინურმა კომპანიამ ააშენა და მისი სიმძლავრე 720 მეგავატია. ჰიდროელექტროსადგურის პოტენცალი, ელექტროენერგიაზე 5 მილიონი ადამიანის მოთხოვნას დააკმაყოფილებს.
ჩინეთ-პაკისტანის ეკონომიკური დერეფნის მიზანია, ჩინეთის სინცზიან-უიგურსკის ავტონომიური რაიონი პაკისტანის პორტებთან „გვადართან“ და „ყარაჩთან“ დააკავშიროს, რომლებიც არაბეთის ზღვაზე გადიან.
მედიის ცნობით, პროექტი არის ინიციატივის „ერთი სარტყელი - ერთ გზა“ ფლაგმანი. პროექტის ფარგლებში შენდება ავტომაგისტრალი, ელექტროსადგური, პორტები და თავისუფალი ეკონომიკური ზონები. პროექტის მიზანია, პაკისტანი საკვანძო ლოგისტიკურ ბაზად იქცეს და მსოფლიოს ჩინური პროდუქცია მიაწოდოს.