ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის როლი იზრდება.
- ირანი და ყაზახეთი ერთობლივ კომერციულ დოკს აშენებენ
- ყაზახეთის აქტაუს პორტის გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობა გაიზარდა
მისი თქმით, 2022 წლის 5 თვის მონაცემებით, ამ მარშრუტით ყაზახეთმა 2,5-ჯერ მეტი ტვირთი გადაზიდა. ხოლო კასპიის ზღვის ქვეყნებთან ტვირთბრუნვა 9%-ით გაიზარდა.
„საზღვაო ტვირთების მოცულობის გაზრდის მიზნით, ჩვენ დავიწყეთ პორტის ინფრასტრუქტურის მოდერნიზება და საზღვაო ფლოტის გაფართოება. მჯერა, რომ კასპიის აუზის ქვეყნებთან ერთად, დროულად მოგვიწევს გადაუდებელი ორგანიზაციული საკითხების მოგვარება", - განაცხადა თოყაევმა.