ყაზახეთის აქტაუს პორტის გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობა გაიზარდა

საკონტეინერო ტვირთების გადაზიდვის მოცულობა აქტაუს პორტის გავლით, საგრძნობლად გაიზარდა, ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია სს "NC "Kazakhstan Temir Zholy"-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს. ამის შესახებ სს „Kazakhstan Temir Zholy“-ის დირექტორთა საბჭოს წევრების სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გახდა ცნობილი.

მათ სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აქტაუს კომერციული საზღვაო პორტი, კურიკის პორტი და აქტაუს ზღვის ჩრდილოეთ ტერმინალი მოინახულეს. ამრიგად, აქტაუს პორტის გავლით მიმდინარე წლის დასაწყისიდან, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ლითონის გადაზიდვა 4-ჯერ გაიზარდა, ხოლო კონტეინერების გადაზიდვა გაორმაგდა.

აქტაუს პორტის გამტარუნარიანობა გაიზარდა აქტაუს ზღვის ჩრდილოეთ ტერმინალის პროექტის განხორციელების გამო. ტერმინალის ძირითადი და დამხმარე აღჭურვილობა იძლევა ყველა სახის ზოგადი და საკონტეინერო ტვირთის გადაზიდვის საშუალებას“, - აღნიშნეს ვიზიტის დროს.


ასევე წაიკითხეთ