თურქეთი, თურქმენეთიდან ტრანსანატოლიური გაზსადენის (TANAP) გავლით ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ აშხაბადის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში თურქეთ-თურქმენული ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის (NEK) სხდომის გახსნაზე განაცხადა.
„თურქეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის თანამშრომლობის წყალობით, ჩვენ შეგვიძლია თურქმენული გაზის ანატოლიაში გადატანა TANAP-ის მეშვეობით მისი ამოტუმბვით“, - განაცხადა ფუატ ოქტაიმ.
მანამდე თურქულმა კომპანია BOTAŞ-მა განაცხადა, რომ 2022 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, TANAP-ის მილსადენით ევროპაში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების წლიური მოცულობა 10,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა, ხოლო ორი ხაზის მთლიანმა გამტარუნარიანობამ 16,2 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია.
TANAP-ი სამხრეთის გაზის დერეფნის ცენტრალური ნაწილია, რომელიც აზერბაიჯანში შაჰ-დენიზის გაზის საბადოს ევროპასთან აკავშირებს. პროექტი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტი მიზნად ისახავს ევროპისა და თურქეთის ბუნებრივი აირის მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და ბუნებრივი აირის მიწოდების გზების დივერსიფიკაციას. ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება საქართველოზე გამავალი გაზსადენით უნდა მოხდეს.