რუსეთში, ფსკოვის ოლქში ხანძარმა რიმსკი-კორსაკოვის სახლ-მუზეუმი გაანადგურა

რუსეთში, ფსკოვის ოლქში, სოფელ ლიუბანსკში ხანძარმა კომპოზიტორ ნიკოლაი რიმსკი-კორსაკოვის მშობლიური სახლის 200 კვ.მ. გაანადგურა. ამის შესახებ რეგიონის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.

ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ცეცხლის გაჩენის მიზეზად სარემონტო სამუშაოს დროს გაუფრთხილებლობა სახელდება.