ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, მანიპურის შტატში მეწყერს 42 ადამიანი ემსხვერპლა, 20 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ, - ამის შესახებ BBC წერს.
როგორც BBC წერს, ძლიერმა წვიმამ და ახალმა მეწყერებმა სამაშველო სამუშაოები შეაფერხა.
გავრცელებული ინფორმაციით, მიწის მასა რკინიგზის სამშენებლო ობიექტზე ჩამოიშალა. დაღუპულთა უმეტესობა სწორედ ადგილზე მყოფი მუშები და ინდოეთის არმიის მოხალისეები არიან.