ბოლო 24 საათში, საბერძნეთში ხანძრის 52 ახალი კერა გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც საბერძნეთის სახანძრო სამსახურში აცხადებენ, ქვეყნის მასშტაბით ხანძრის საფრთხე კვლავ მაღალია.
ამასთან, მეხანძრეები აგრძელებენ ბრძოლას ტყის ხანძრის წინააღმდეგ, რომელიც კვირას დასავლეთ პელოპონესში, აქაიის რეგიონში, პორტესის რაიონში გაჩნდა.