NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ვინიკოვის განცხადებით, საქართევლოში შედგება საინტერესო და მაღალი დონის ვიზიტები, თუმცა კონკრეტული დეტალები ჯერ არ არის ცნობილი. ალექსანდრე ვინიკოვის შეფასებით, საქართველოსა და NATO-ს პოლიტიკური დიალოგი გაიზარდა.
„როგორც ნახეთ ბოლო თვეებში, ჩვენი, საქართველოსა და NATO-ს პოლიტიკური დიალოგი გაიზარდა, მეტიც, საქართველოში შედგა NATO-ს დელეგაციის სამი მაღალი დონის ვიზიტი თებერვლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც მე დავინიშნე სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელად. ასევე, შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების ვიზიტი ბრიუსელში არაერთხელ, რათა ისინი შეხვედროდნენ კოლეგებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი რამდენიმე თვის წინ შეხვდა NATO-ს გენერალურ მდივანს. ეს დიალოგი არის მტკიცე და გაგრძელდება. ჯერ კონკრეტული ვიზიტების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის ამ წლის მეორე ნახევრისთვის, მაგრამ ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოში შედგება საინტერესო და მაღალი დონის ვიზიტები, დეტალები ჯერ არ გვაქვს“, – განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვმა.