ხორვატია, რიგით მე-20 სახელმწიფოა, რომელიც 2023 წლის 1-ელ იანვარს ევროზონას შეუერთდება და ეროვნულ ვალუტად ევროს გამოიყენებს.
ამ გადაწყვეტილებას ევროპარლამენტმა 539 ხმით დაუჭირა მხარი. ხორვატია ევროკავშირში 2013 წელს გაწევრიანდა, თუმცა მას ევროზონაში გაწევრიანებისთვის ფასების სტაბილურობის, საჯარო ფინანსების, გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთებისა და გაცვლითი კურსის სტაბილურობის კრიტერიუმები უნდა დაეკმაყოფილებინა.
ევროპარლამენტმა, ხორვატიის ევროზონასთან მიერთების გადაწყვეტილებას, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებიდან 9 წლის შემდეგ დაუჭირა მხარი. ამასთან, პარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ ხორვატიის მთავრობისგან ფასების კონვერგენციის ზომებს ელიან, რათა ევროს შემოღებამ ფასების ხელოვნური ზრდა არ გამოიწვიოს.
შეგახსენებთ, რომ ივნისის შუა რიცხვებში, ევროზონის ფინანსთა მინისტრების ჯგუფმა რეკომენდაცია გაუწია ხორვატიას ევროზონის მე-20 წევრად. ამის შემდეგ, ივნისის სამიტზე, ხორვატიაში ევროს შემოღებას „მწვანე შუქი“ ევროკავშირის ლიდერებმა აუნთეს.