აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს, ინდონეზიაში თავის ჩინელ კოლეგასთან გამართავს მოლაპარაკებებს.
კონტექსტი: ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტია არც გმობს რუსეთის ომს უკრაინაში და არც შეჭრას უწოდებს მას. გასულ კვირას, ჩინეთი პირველად მოხვდა NATO-ს "სტრატეგიულ კონცეფციაში", რომელიც სამიტზე, მადრიდში მიიღეს. დოკუმენტი ასახავს უსაფრთხოების გამოწვევებს, რომლებსაც ჩინეთის ამბიციები წარმოშობს.
- ჩინეთის წითელი ჯვარი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს
- ჩინეთი უარყოფს, რომ რუსეთმა სამხედრო დახმარება სთხოვა
ამასთან, დიდი შვიდეულის (G7) უმსხვილესი დემოკრატიული ეკონომიკის ქვეყნები ჩინეთთან მიმართებით მკაცრი რიტორიკით გამოვიდნენ.