აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხარს უჭერს თურქეთის თხოვნას, განაახლოს F-16 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავების ფლოტის და მოახდინოს მოდერნიზაია. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერის განცხადებას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს.
„ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვისაუბრეთ F-16-თან დაკავშირებით. ეს საუბარი F-16-სა და თურქეთზე დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე რამდენიმე თვის წინ. ასე რომ, ნამდვილად არაფერია ახალი. პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ამ ძალისხმევას", - განაცხადა პრესკონფერენციაზე სპიკერმა კარინე ჟან-პიერმა.
ივნისის ბოლოს, მადრიდში NATO-ს სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა „უნდა მიჰყიდოს“ F-16 მოიერიშე თვითმფრინავები თურქეთს და დაამატა, რომ დარწმუნებულია, კონგრესისგან საჭირო თანხმობას მიიღებს.
„ჩვენ უნდა მივყიდოთ F-16 თურქეთს. მე ეს ვთქვი დეკემბერში და მას შემდეგ ჩემი პოზიცია არ შეცვლილა. მათი არგაყიდვა ჩვენს ინტერესებში არ შედის. ჩვენ გვჭირდება კონგრესის თანხმობა“, - აღნიშნა ბაიდენმა.