2022 წლის იანვარ-მაისში, ტაჯიკეთმა ექსპორტზე $308 მილიონის ღირებულების ოქრო გაიტანა. ამის შესახებ მედია, ტაჯიკეთის საბაჟო სამსახურზე დაყრდნობით წერს.
საანგარიშო პერიოდში ტაჯიკეთმა ასევე ექსპორტზე $54 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ფხვნილი გაიტანა.
დღეს ტაჯიკეთში 18 ოქროს მომპოვებელი კომპანია მუშაობს, რომლებიც წარმოების მოცულობას ყოველწლიურად ზრდიან. ოქროს მოპოვების ერთ-ერთი უდიდესი საწარმოა ტაჯიკური-ჩინური ერთობლივი საწარმო „ზარაფშონი“, რომელზეც ტაჯიკეთში მთლიანი ოქროს წარმოების 70 პროცენტი მოდის.
„აღსანიშნავია, რომ 2022 წლის აპრილში ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა TALCO Gold CJSC-ის სამთო და გადამამუშავებელი საწარმო ექსპლუატაციაში ჩაუშვა და სუგდის რეგიონში ახალ მეტალურგიულ ქარხანასა და ოქროს გადამამუშავებელ საწარმოს საფუძველი ჩაუყარა“, - წერს მედია.