ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, მაიკლ მარტინმა, ომის შედეგად განადგურებულ კიევის რეგიონში ვიზიტის შემდეგ მოუწოდა რუსეთს, უკრაინის წინააღმდეგ აგრესია შეწყვიტოს. ამის შესახებ კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მაიკლ მარტინმი ბოროდიანკაში, ბუჩასა და ირპენში იმყოფებოდა.
ირლანდია უკრაინის სამომავლო აღდგენის პროცესში შეიძლება, ერთ-ერთი ლიდერი გახდეს.
კრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ირლანდიის პრემიერ მინისტრთან მიხეალ მარტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ეს საკითხი თავად მაიკლ მარტინთან განიხილა.
„მნიშვნელოვანია, ვიპოვოთ სამხედრო რისკის დაზღვევის ერთობლივი მოდელი ბიზნესისთვის, რომელიც გადაწყვეტს ინვესტირებას უკრაინაში და განახორციელებს პროექტებს. ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის ფუნქციონირებას, სამუშაო ადგილების შექმნას და ხალხის სახლებში დაბრუნებას“, - განაცხადა დენის შმიგალმა.