დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ინდოეთში ვიზიტი გააუქმა.
ბრიტანეთის პრემიერს ინდოეთში ვიზიტი თვის ბოლოს ჰქონდა დაგეგმილი. ჯონსონმა დაგეგმილი ვიზიტი კორონავირუსის გამოწვევებზე ორიენტირების მიზნით გააუქმა. „დღეს დილით პრემიერ-მინისტრი ტელეფონით ნარენდრა მოდის ესაუბრა, რათა გამოეხატა მისი მწუხარება იმასთან დაკავშირებით, ის ვერ შეძლებდა ინდოეთში იანვრის ბოლოს გამგზავრებას.პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო დიდ ბრიტანეთში დარჩენა, საყოველთაო კარანტინის და ვირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების სისწრაფის ფონზე"- ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის განცხადებაში.
ჯონსონის თქმით, მხოლოდ ინგლისში ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა ბოლო კვირის განმავლობაში დაახლოებით მესამედით გაიზარდა და ეს რიცხვი 40%-ით უფრო მაღალია ვიდრე აპრილში.