ბულგარეთმა სოფიაში რუსეთის საელჩოსთვის საბანკო გადარიცხვა ევროკავშირის სანქციების მოტივით დაბლოკა. საუბარია $890 ათასზე.
ამის შესახებ ფინანსთან მინისტრმა ასენ ვასილევმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე განცხადებით, რუსული მხარე ამტკიცებს, რომ ეს თანხა განკუთვნილი იყო მისიის თანამშრომელთა ხელფასებისთვის. მინისტრის განმარტებით, ბულგარეთის მთავრობა ამჟამად აწარმოებს მოლაპარაკებებს ბრიუსელთან იმის თაობაზე, დაუშვას თუ არა გამონაკლისი ტრანსფერის დასაშვებად.