აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა ტრანსკასპიური დერეფნის ფარგლებში, თანამშრომლობა განიხილეს

აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი მიქაილ ჯაბაროვი ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრის ხელმძღვანელს კაირატ კელიმბეტოვს შეხვდა. ამის შესახებ Trend-ი ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ტრანსკასპიური დერეფნის ფარგლებში პარტნიორობის გაფართოება, აზერბაიჯანის ფინანსურ ინსტიტუტებსა და ასტანას საერთაშორისო ფინანსურ ცენტრს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ჯაბაროვმა, აზერბაიჯანსა და ყაზახეთს შორის ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობასა და ორმხრივ სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ილაპარაკა.

ამასთან, შეხვედრის მონაწილეებმა ვაჭრობის, სატრანსპორტო-ტრანზიტის, სამრეწველო და სხვა სფეროებში თანამშრომლობის განვითარების მიზნით, ერთობლივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ასევე მხარეებმა, ალატის თავისუფალი ეკონომიკური ზონის საინვესტიციო შესაძლებლობების ხელშეწყობის საკითხებზეც იმსჯელეს. 


რუსეთის სასამართლოს მიერ, კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალის ფუნქციონირების შეჩერების შემდეგ, რომლის მეშვეობითაც ყოველწლიურად, ყაზახეთიდან 60 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის ექსპორტი ხორციელდებოდა, ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი, ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის ტრანსკასპიურ მარშრუტს განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ კასპიის მილსადენის კონსორციუმის საქმიანობა ნოვოროსიისკის სასამართლომ ერთი თვით შეაჩერა. CPC მილსადენის სისტემა (თენგიზ-ნოვოროსიისკის მილსადენი) ყაზახეთის მთლიანი საექსპორტო ნავთობის ორ მესამედზე მეტს ატარებს.