უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ჩეხეთიდან, უნგრეთიდან, გერმანიიდან, ნორვეგიიდან და ინდოეთიდან ელჩები გაიწვია.
სახელმწიფოს მეთაურმა ხელი უკვე მოაწერა განკარგულებას გერმანიაში უკრაინის ელჩის ანდრეი მელნიკის, უნგრეთში ელჩის ლუდმილა ნეპოპისა და ჩეხეთის რესპუბლიკაში ელჩის ევგენი პერებინოსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ამასთან ნორვეგიაში უკრაინის ელჩის თანამდებობას დატოვებს ვიაჩესლავ იაცუკი, ხოლო ინდოეთში იგორ პოლიხა, რომელიც ასევე შეთავსებით იყო ელჩი შრი-ლანკასა და ბანგლადეშში.
ამ დროისთვის, ელჩების თანამდებობიდან გადაყენების მიზეზები არ დასახელებულა.
თანამდებობიდან გაათავისუფლებული ელჩებიდან, ყველაზე ცნობილია უკრაინის ელჩი გერმანიაში, ანდრეი მელნიკი, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას, უკრაინისთვის იარაღის გადმოცემის შენელების გამო აკრიტიკებდა.