პაკისტანის სხვადასხვა პროვინციაში, ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა წყალდოდობამ 76 ადამიანი იმსხვერპლა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ძლიერმა წვიმამ, რომელიც 5 ივლისს პაკისტანის რეგიონების უმეტესობას დაატყდა თავს, ადამიანების ცხოვრებაზე ნეგატიურად აისახა.
ყარაჩის ბევრ უბანში დაიტბორა გზები, საცხოვრებელი კორპუსები და მაღაზიები. ბალუჯისტანის პროვინციაში, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა სტიქიის შედეგად, დაზიანდა 670 შენობა და 12 კაშხალი.
ძლიერი წვიმა იყო პაკისტანის დედაქალაქსა და ქალაქ რავალპინდიში. საცხოვრებელი კორპუსები H-13 რაიონში, ისლამაბადში, წყალქვეშ მოექცა. ქალაქ რავალპინდიში დაიტბორა რამდენიმე გზატკეცილი.
ქვეყნის მასშტაბით, მთელი დღესასწაულის განმავლობაში წვიმაა მოსალოდნელი.