ზელენსკიმ რამდენიმე ქვეყანაში ელჩების გათავისუფლების საკითხი განმარტა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე ქვეყანაში ელჩების გათავისუფლების საკითხი განმარტა.

„ეს როტაცია დიპლომატიური პრაქტიკის ჩვეულებრივი ნაწილია. ჩეხეთში, გერმანიაში, უნგრეთში, ნორვეგიასა და ინდოეთში დაინიშნებიან უკრაინის ახალი წარმომადგენლები. კანდიდატების მომზადება საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით მიმდინარეობს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა 9 ივლისს, 5 ქვეყანაში საგანგებო და სრულუფლებიანი ეჩები თანამდებობიდან გაათავისუფლა.