ერდოღანმა და ლაპიდმა თურქეთ-ისრაელს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ისაუბრეს

პრემიერ-მინისტრი იაირ ლაპიდი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ესაუბრა. ისრაელის პრემიერის ოფისის ცნობით, პრეზიდენტმა ერდოღანმა პრემიერ-მინისტრ ლაპიდს მიულოცა და წარმატებები უსურვა ახალ თანამდებობაზე. მედიის ცნობით, ლაპიდმა პრემიერად დანიშვნის შემდეგ, პირველი სატელეფონო საუბარი გამართა.

პრემიერ-მინისტრმა ლაპიდმა ტერორისტული თავდასხმების აღკვეთის მიზნით ქვეყნებს შორის თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. ორივე ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ ისრაელ-თურქეთის ურთიერთობებს დიდი მნიშვნელობა აქვს ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოების, ეკონომიკისა და სტაბილურობისთვის.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს სამოქალაქო ავიაციის ახალი შეთანხმება, რომელიც მათ ქვეყნებს შორის რამდენიმე დღის წინ გაფორმდა და ორმხრივი ურთიერთობების დამატებითი გაუმჯობესების იმედი გამოთქვეს.