უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს, მარკ რუტეს უმასპინძლა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ნიდერლანდები უკრანისთვის სამხედრო დახმარების გაწევის კუთხით, ათეულშია.
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე ირპენში ჩავიდა. ირპენის მერმა, ალექსანდრე მარკუშინმა ომის შედეგად განადგურებული ქალაქის აღდგენაში მარკ რუტეს დახმარება სთხოვა.
„მე ახლახან ველაპარაკე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს მარკ რუტეს, რომელიც ეწვია ირპენს, უკრაინაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში. წარვუდგინე პრეზენტაციები ჩვენი ქალაქის შესახებ და მის ქვეყანას ვთხოვე დახმარება ირპენის დანგრეული სახლების აღდგენაში“, - განაცხადა მერმა.