იტალიის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია Eni-ის ცნობით, Gazprom-მა იტალიაში ბუნებრივი აირის მიწოდება მესამედით შეამცირა.
„გაზპრომი დღეში დაახლოებით 21 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივ აირს მოგვაწვდის, ნაცვლად ბოლო დღეებში მიღებული დაახლოებით 32 მილიონი კუბური მეტრისა", - ნათქვამია Eni-ის განცხადებაში.
- გაზპრომი“ ავსტრიას, გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდებას უმცირებს. ევროპაში საწვავი ძვირდება
- რუსული Nord Stream-ით გაზის გატარების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა
იტალიის ეკოლოგიური განვითარების მინისტრის, რობერტო ჩინგოლანის თქმით, იტალია ცდილობს რუსულ გაზზე დამოკიდებულება უახლოეს მომავალში კიდევ უფრო შეამციროს და პარალელურად, ზამთრისთვის რეზერვები შეავსოს. „წლის უკანაკნელ თვეებში, მარაგების 90% აუცილებლად უნდა შევავსოთ. მომდევნო ორი წლის განმავლობაში კი ახალი მომწოდებლების რაოდენობა გაიზრდება, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ 2024 წლის მეორე ნახევრისთვის რუსული მომწოდებლებისგან მნიშვნელოვნად დამოუკიდებლები გავხდეთ, თუმცა 2022 წლის ზამთარი, ცოტა უფრო მეტად რთული იქნება", - თქვა ჩინგოლანიმ.
- იტალიური Eni ეგვიპტეში თხევადი გაზის მოპოვებას გაზრდის
- უკრაინაში ომის ფონზე იტალია რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს
„ჩრდილოეთის ნაკადი-1“ 2012 წლიდან ამოქმედდა. გაზის მიწოდება ლენინგრადის ოლქიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით ხდება. პროექტის აქციათა საკონტროლო პაკეტი რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „გაზპრომს“ ეკუთვნის.