2022 წელს საქართველოდან თაფლის ექსპორტის ზრდა ფიქსირდება. მოთხოვნა გაზრდილია ბულგარეთისა და საფრანგეთის ბაზრებზე.
2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან $340 ათასის ღირებულების 90,24 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 2021 წლის 5 თვის მაჩვენებლებზე 1,5-ჯერ მეტია.
პირველ რიგში, ქართულ თაფლს ყიდულობს ბულგარეთი, საფრანგეთი და ისრაელი.
პროდუქციის ერთჯერადად მიწოდება განხორციელდა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, გერმანიაში, იაპონიასა და საუდის არაბეთში.
ქართული თაფლის იმპორტიორები:
ბულგარეთი - 67,42 ტონა ($195,1 ათასი);
საფრანგეთი - 14,40 ტონა ($80,94 ათასი);
ისრაელი - 3,57 ტონა ($19,66 ათასი) .
2021 წელს საქართველოდან, 19 ქვეყანაში 172,9 ტონა (657,3 ათასი) ღირებულების თაფლი გავიდა ექსპორტზე.