მექსიკის პრეზიდენტმა, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საზღვრის დაცვის გაძლიერებისთვის 1,5 მილიარდ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ორი ქვეყნის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ გადადგამენ დაუყოვნებლივ და კოორდინირებულ ნაბიჯებს მათ ქვეყანაში მიგრანტთა ნაკადების სამართავად, ასევე მზარდ ინფლაციასთან გასამკლავებლად ორმხრივი ვაჭრობის განვითარებით.
„იმ გაბერილი სათაურების მიუხედავად, რომლებსაც ზოგჯერ ვხედავ, მე და თქვენ გვაქვს ძლიერი, ნაყოფიერი ურთიერთობები“, – განაცხადა ბაიდენმა თეთრ სახლის ოვალურ კაბინეტში მექსიკელ კოლეგასთან შეხვედრისას.
ცნობისთვის, აშშ-სა და მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო. პირველი რკინის კონსტრუქცია კალიფორნიის შტატის სამხრეთით, ქალაქ სან-დიეგოს გარეუბანში აღმართეს.