საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 467.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 35.2 პროცენტით მეტია.
აქედან, ექსპორტი 2 548.7 მლნ. აშშ დოლარი იყო (35.1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 5 918.9 მლნ. აშშ დოლარი (35.3 პროცენტით მეტი).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-ივნისში 3 370.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.8 პროცენტი შეადგინა.
დოკუმენტის თანახმად, გასულ თვეში საქართველოდან უცხოეთში $439 მილიონის საქონელი გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 25%-ით ანუ $88 მილიონით მეტია.
ივნისში ექსპორტთან ერთად იმპორტიც გაიზარდა და $1.04 მილიარდი შეადგინა. ეს წინა წელთან შედარებით 21%-ით ანუ $183 მილიონით მეტია.