ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი (განახლებული ევროპა, ლიეტუვა) საქართველოს პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებს, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე კონცეტრირდნენ.
ევროპარლამენტარის შეფასებით, საქართველოსთვის დროა, რომ ქვეყანაში გადაილახოს უთანხმოება და ყველა პოლიტიკური ძალა ნაკლოვანებების გამოსწორებაზე კონცეტრირდეს. პეტრას აუსტრევიჩიუსი იმედოვნებს, რომ მმართველი პარტია დადებით როლს შეასრულებს და გამოიჩენს ინიციატივას იმისთვის, რომ ხსენებულ პროცესში მონაწილეობისთვის ყველა პოლიტიკური პარტია მოიწვიოს, რადგან „საქმე საქართველოს მომავალს ეხება“.
„საქართველოში მიმდინარე ვითარების განხილვას დიდ დროს ვუთმობთ, მაგრამ საშუალოდ, ეს დრო გაცილებით მეტია, ვიდრე ყველა სხვა ქვეყანასთან მიმართებით, რატომ არის ასე?! ალბათ, რაღაც არის საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში, რაც არ გვაძლევს ოპტიმისტურად განწყობის საშუალებას ამ ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. და მართლაც, გზავნილი ძალიან აშკარა უნდა იყოს ყველა პოლიტიკური ძალისთვის და განსაკუთრებით, მმართველი პარტიისთვის - შეასრულეთ 12 პრიორიტეტი. ეს არის მკაფიო და მარტივი გზავნილი“, - აღნიშნავს პეტრას აუსტრევიჩიუსი.