შრი-ლანკაზე კრიზისი გამოწვეულია რუსეთის მიერ უკრაინული საკვები პროდუქტების ექსპორტის დაბლოკვით, რამაც შესაძლოა, სხვა ქვეყნებში სოციალური არეულობა გამოიწვიოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა სეულში, აზიის ლიდერთა კონფერენციაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსული ტაქტიკის ერთ-ერთი პუნქტი „ეკონომიკური შოკის“ შექმნაა.
„ეს მხოლოდ ჩვენ არ გვეხება. შეხედეთ შრი-ლანკაზე განვითარებულ მოვლენებს. სურსათისა და საწვავის ფასების შოკისმომგვრელმა მატებამ სოციალური აფეთქება გამოიწვია. ახლა არავინ იცის, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი. თუმცა ასეთი აფეთქებები შესაძლებელია სხვა ქვეყნებშიც, რომლებიც დაზარალდნენ სურსათისა და ენერგეტიკული კრიზისით“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის საზღვაო პორტების ცინიკურმა ბლოკადამ ამ კრიზისების გამწვავება გამოიწვია, რადგან რუსეთი მსოფლიო ბაზრებზე უკრაინული საკვების კრიტიკულად მნიშვნელოვან მიწოდებას აფერხებს.
ცნობისთვის, „მარცვლეულის დერეფნების“ შესახებ ოთხმხრივ შეხვედრას თურქეთმა 13 ივლისს უმასპინძლა, თუმცა კონკრეტული დეტალები ჯერ არ გასაჯაროებულა.