ადგილობრივი მედიის ცნობით, შრი-ლანკის პრეზიდენტი გოტაბაია რაჯაპაქსა მალდივებიდან სინგაპურში გაფრინდება, სადაც თავშესაფარს მიიღებს.
რაჯაპაქსამ 12 ივლისს ხელი მოაწერა გადადგომის განცახდებას და ქვეყანა დატოვა.
9 ივლისს, შრი-ლანკაზე ყველაზე დიდი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, გოტაბაია რაჯაპაქსას გაგადგომის მოთხოვნით პრეზიდენტის რეზიდენციასა და ოფისში, ათასობით მომიტინგე შეიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, გოტაბაია რაჯაპაქსას ევაკუაცია განხორციელდა.
მომიტინგეებმა ასევე დაიკავეს პრემიერ-მინისტრის რანილ ვიკრამასინგეს სახლი (რომელიც პრეზიდენტის მსგავსად თანამდებობიდან გადადგომაზე დათანხმდა) და ცეცხლი წაუკიდეს შენობას. პოლიციასთან შეტაკებისას 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
20 ივლისს შრი-ლანკის პარლამენტი ქვეყნის ახალი პრეზიდენტის არჩევას გეგმავს.