მედია: შრი-ლანკის ყოფილი პრეზიდენტი თავშესაფარს სინგაპურში მიიღებს

ადგილობრივი მედიის ცნობით, შრი-ლანკის პრეზიდენტი გოტაბაია რაჯაპაქსა მალდივებიდან სინგაპურში გაფრინდება, სადაც თავშესაფარს მიიღებს.

რაჯაპაქსამ 12 ივლისს ხელი მოაწერა გადადგომის განცახდებას და ქვეყანა დატოვა. 

9 ივლისს, შრი-ლანკაზე ყველაზე დიდი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, გოტაბაია რაჯაპაქსას გაგადგომის მოთხოვნით პრეზიდენტის რეზიდენციასა და ოფისში, ათასობით მომიტინგე შეიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, გოტაბაია რაჯაპაქსას ევაკუაცია განხორციელდა.

მომიტინგეებმა ასევე დაიკავეს პრემიერ-მინისტრის რანილ ვიკრამასინგეს სახლი (რომელიც პრეზიდენტის მსგავსად თანამდებობიდან გადადგომაზე დათანხმდა) და ცეცხლი წაუკიდეს შენობას. პოლიციასთან შეტაკებისას 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

20 ივლისს შრი-ლანკის პარლამენტი ქვეყნის ახალი პრეზიდენტის არჩევას გეგმავს.