ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა მთავრობას საკუთარი გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ, ოფიციალურად აცნობა. ამის შესახებ ERR წერს.
პრემიერთან ერთად მთელი მთავრობა გადადგება. პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტსა და პარლამენტს გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას კანონის დაცვით აცნობებს. კაია კალასის კანდიდატურას პარლამენტი პრემიერად ისევ წარადგენს. თუ მხარდაჭერა მიიღო, ესტონეთის ახალ მთავრობას კვლავ ის დააკომპლექტებს.
კალასმა, პარლამენტის სპიკერს შესთავაზა, რომ 15 ივლისს რიგგარეშე სხდომა მოიწვიოს, სადაც ის პოლიტიკურ განცხადებას გააკეთებს და ახალ კოალიციურ შეთანხმებას წარადგენს, რომელიც პარტია „სამშობლოსა“ და „სოციალ-დემოკრატებს“ შორის გაფორმდა. 8 ივლისს ეს ორი პარტია მმართველი კოალიიციის შექმნაზე შეთანხმდა.