ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ხელისუფლებას დაავალა, რომ იმ კომპანიებს, რომლებიც რუსეთიდან გავიდნენ ყაზახეთში ხელსაყრელი პირობები შეუქმნან. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
„ჩვენ ვართ მოწმეები, თუ როგორი გლობალური ბრძოლა მიმდინარეობს საინვესტიციო კაპიტალისთვის. რუსეთში 1400 უცხოური კომპანიიდან ყოველმა მეორემ შეაჩერა საქმიანობა ან საბოლოოდ დატოვა რუსეთის ბაზარი. ამიტომ ჩვენ უნდა შევქმნათ ხელსაყრელი პირობები მათი ყაზახეთში რელოკაციისთვის“, - განაცხადა თოყაევმა მთავრობის სხდომაზე.
თოყაევი თვლის, რომ დასავლური კომპანიების რუსეთიდან ყაზახეთში გადატანა ქვეყანაში მაღალი მოთხოვნის საქონლის წარმოებას გაზრდის.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში საქმიანობის შეწყვეტის შესახებ ასობით უცხოურმა კომპანიამ გამოაცხადა. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით, ათასზე მეტმა კომპანიამ გადაწყვიტა შემცირდეს საქმიანობა რუსეთში.