ლატვიის სეიმმა მესამე მოსმენით ენერგეტიკის შესახებ კანონში ცვილილებები მიიღო, რომლითაც 2023 წლის 1-ელი იანვრიდან რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდება იკრძალება.
დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს ქვეყანაში გაზის სტრატეგიული მარაგების შექმნას. გაზის მარაგები, ინჩუკალნის მიწისქვეშა გაზსაწყობში არაუგვიანეს ყოველი წლის 31 აგვისტომდე უნდა დაგროვდეს, რათა იმავე წლის 1-ელი ოქტომბრიდან მომდევნო წლის 30 აპრილამდე მიწოდება უზრუნველყოფილი იყოს.
ლატვიის მთავრობამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, რუსული გაზის ეტაპობრივი შეწყვეტა დაიწყო.
1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრულ ქვეყნებს“, რომელშიც შედის ევროკავშირის ყველა სახელმწიფო, გაზის მიწოდების საფასური რუსული რუბლით გადაიხადონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაზის ექსპორტი შეჩერდება. მოსკოვის ამ პირობებზე უარი უკვე თქვეს პოლონეთმა, ბულგარეთმა, ფინეთმა და ნიდერლანდებმა.