ლიეტუვამ რუსული გაზის იმპორტი ოფიციალურად აკრძალა

ლიტუვის სეიმმა რუსეთიდან გაზის იმპორტის აკრძალვა კანონიერად უზრუნველყო. ამის შესახებ, ინფორმაცია ლიეტუვის სეიმის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

ამრიგად, ლიეტუვის სეიმმა მიიღო ცვლილებები ბუნებრივი გაზის კანონში. კანონს ემატება დებულება, რომელიც არეგულირებს, რომ კლაიპედას თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალის ოპერატორს არ აქვს უფლება გაანაწილოს და/ან გამოიყენოს ტერმინალის სიმძლავრე თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის ქვეყნებიდან და მიმწოდებელი კომპანიებიდან, რომლებიც საფრთხეს უქმნის ლიეტუვის რესპუბლიკის ეროვნულ უსაფრთხოებას.

ამავდროულად, მოთხოვნა არ ვრცელდება რუსეთის ფედერაციის კალინინგრადის რეგიონში ბუნებრივი აირის ტრანზიტზე.

ცვლილებები სეიმის 123-მა წევრმა დაამტკიცა, ორმა თავი შეიკავა.