ეგვიპტის პრეზიდენტი აბდულ-ფათაჰ ალ-სისი საუდის არაბეთში, ჯედაში აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა.
- ჯო ბაიდენი საუდის არაბეთის პრინც მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდა
- კრიტიკის მიუხედავად, ჯო ბაიდენი პრინც მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდება -BBC
- ჯო ბაიდენის თქმით, ახლო აღმოსავლეთი ახლა უფრო სტაბილური და უსაფრთხოა, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაციის დროს იყო
მხარეებს შორის მოლაპარაკება მოლაპარაკებები უსაფრთხოებისა და განვითარების საკითხებზე, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) სამიტის ფარგლებში გაიმართა.
ეგვიპტის ლიდერის ადმინისტრაციამ გამოაცხადა „მზადყოფნა კიდევ უფრო გააღრმაოს თანამშრომლობა და სტრატეგიული კოორდინაცია ორ მეგობარ ქვეყანას შორის".
ალ-სისიმ ეგვიპტესა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობასა და პარტნიორობას უწოდა „დადებითი ფაქტორი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისთვის".
შეგახსენებთ, დასავლეთ სანაპიროზე ვიზიტის შემდეგ, ბაიდენი საუდის არაბეთში გაემგზავრა, სადაც სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს სამიტს დაესწრება. ჯედაში პრეზიდენტის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ჟან-პიერმა განაცხადა, რომ ბაიდენი თავის კოლეგებთან ერთად ორმხრივ, რეგიონულ და გლობალურ საკითხებს განიხილავს.