უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრიდან 5 თვის შემდეგ, ესტონეთმა გადაწყვიტა, რომ რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსიის მოქალაქეებს იარაღის ტარება აეკრძალოთ. ამის შესახებ ERR იტყობინება.
ახალი კოალიციური შეთანხმების ნაწილის მიხედვით, ესტონეთში ოკუპანტი რუსეთისა და მისი მოკავშირე ბელორუსის მოქალაქეებს იარაღის ქონა აეკრძალებათ და უკვე გაცემული ლიცენზიები გაუქმდება.
„რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსიის მოქალაქეებისთვის იარაღის ნებართვა ძალადაკარგულად გამოცხადდება და მათი შემდგომი გაცემა შეჩერდება“, - ნათქვამია კოალიციურ შეთანხმებაში.
ვინაიდან ლიცენზიების გაუქმება კანონმდებლობაში ცვლილებებს მოითხოვს, მის განხორციელებას რამდენიმე თვე დასჭირდება, პროგნოზირებს ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მომავალი ხელმძღვანელი.