აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის საუდის არაბეთში ვიზიტისას მხარეებმა, რამდენიმე მიმართულებით 18 შეთანხმებას და თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ საუდის არაბეთის სახელმწიფო სააგენტო SPA იუწყება.
- ჯო ბაიდენი: აშშ ახლო აღმოსავლეთიდან არ წავა, რადგან რეგიონში ვაკუუმს ჩინეთი, რუსეთი ან ირანი შეავსებს
- ჯო ბაიდენი საუდის არაბეთის პრინც მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდა
„საუდის არაბეთის ენერგეტიკის, ინვესტიციების, კომუნიკაციებისა და ჯანდაცვის მინისტრებმა ამერიკელ კოლეგებთან გააფორმეს 18 შეთანხმება“, - აცხადებენ სააგენტოში. აღნიშნულია, რომ ხელშეკრულებები დაიდო კოსმოსის, ინვესტიციების, ენერგეტიკის, კომუნიკაციებისა და ჯანდაცვის სფეროებში.
შეგახსენებთ, დასავლეთ სანაპიროზე ვიზიტის შემდეგ, ბაიდენი საუდის არაბეთში გაემგზავრა, სადაც სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს სამიტს დაესწრო. ჯედაში პრეზიდენტის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ჟან-პიერმა განაცხადა, რომ ბაიდენი თავის კოლეგებთან ერთად ორმხრივ, რეგიონულ და გლობალურ საკითხებს განიხილავს.