სუდანმა ხელი მოაწერა შეთანხმებას ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ

სუდანმა ხელი მოაწერა "აბრაამის შეთანხმებას" შეერთებულ შტატებთან,რომელიც მიზნად ისახავს ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებას. ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.

ორმა ქვეყანამ ასევე ხელი მოაწერა "ურთიერთგაგების მემორანდუმს",რომელიც მათ შორის ეკონომიკურ აქტივობებს ხელს შეუწყობს, შეერთებული შტატების საელჩომ ხართუმში(სუდანი) განაცხადა, რომ შეთანხმება ”დაეხმარება სუდანს შემდგომში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური შესაძლებლობებისკენ მიმავალ გზაზე”.

შეთანხმებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა სუდანის ოპოზიციისგან, ქვეყნის პოპულარულმა ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ შეთანხმებას დაუპირისპირდებიან, მათი თქმით "მოსახლეობა არაა ვალდებული შეეგუოს ახალ შეთანხმებას" და რომ ოპოზიცია ჩამოაყალიბებს კოალიციას შეთანხმების ასაკრძალად.

ისრაელი-სუდანის ურთიერთობების ნორმალიზებაზე შეთანხმება შედგა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებული დიპლომატიური ნაბიჯების შედეგად, რომელიც ემსახურება ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის ურთიერთობების დალაგებას.

ნეთანიაჰუმ მაროკოს მეფე ისრაელში მიიწვია.