საქართველოს TOP 10 საექსპორტო ქვეყანა - საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 558.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 35.6 პროცენტით მეტია.

ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 73.5 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 36.3 პროცენტით გაიზარდა და 1 880.6 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

2022 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 81.6 პროცენტი შეადგინა.

ამ მხრივ, სქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია:

ჩინეთი (376.2 მლნ. აშშ დოლარი);

თურქეთი (240.2 მლნ. აშშ დოლარი);

ბულგარეთი (224.1 მლნ. აშშ დოლარი);

რუსეთი (223.6 მლნ. აშშ დოლარი);

აშშ (141.1 მლნ. აშშ დოლარი);

სომხეთი (87.0 მლნ. აშშ დოლარი);

პერუ (86.7 მლნ. აშშ დოლარი);

აზერბაიჯანი (61.0 მლნ. აშშ დოლარი);

უკრაინა (48.8 მლნ.აშშ დოლარი);

შვეიცარია (45.5 მლნ. აშშ დოლარი);

დანარჩენი ქვეყნები (346.4 მლნ. აშშ დოლარი);