ევროპარლამენტი მოელის ხელისუფლების მხრიდან რეალურ, ფუნდამენტურ რეფორმებს და არა ისეთს, როგორიც მანამდე შემოუთავაზებიათ, - ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
,,დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ევროპარლამენტი მოელის ხელისუფლების მხრიდან რეალურ, ფუნდამენტურ რეფორმებს და არა ისეთს, როგორიც მანამდე შემოუთავაზებია. მეორე მხრივ, ევროპარლამენტარები მოელიან, რომ ამაში მონაწილეობას მიიღებს როგორც ოპოზიცია, ასევე არასამთავრობო სექტორი. აუცილებელია ფუნდამენტური რეფორმების გატარება, რომ შემცირდეს პოლარიზება და სახელმწიფო ინსტიტუციებმა იმუშაონ გამართულად.
დეოლიგარქიზაცისთან დაკავშირებით, ივანიშვილის ფაქტორზე ყველაზე ნაკლებად იყო საჭირო, რომ ჩვენ გვესაუბრა, ისინი ამაზე საკმაოდ კარგად არიან ინფორმირებულები”, - აღნიშნა ნიკა სიმონიშვილმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტის დელეგაცია თბილისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.
შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.